Posts

Showing posts from June, 2017

მესამე დღე

 შეხვედრა  სასიამოვნოდ  წარიმართა.  შევიმუშავე  მიზნები. ვიმუშავე      საკვანძო კითხვებზე--- კითხვების დასმა  გადამდებია.     ქალბატონმა  ლილიმ  გაგვაცნო  მეთოდები,  თუ როგორ  განივითარონ  მოსწავლეებმა   მაღალი  სააზროვნო   უნარ/ ჩვევები.      ასევე    გაგვაცნო   მიმართულების  მიმცემი     საკვანძო  კითხვები. ესენია: ზოგადი, თემატური  და  შინარსობრივი  კითხვები.

მეორე დღე

            დღე მეორე სასიამოვნოდ  წარიმართა.  ქალბატონმა ლილიმ   გაგვაცნო   სასწავლო  ღონისძიებების  ეფექტური  დაგეგმვა.     ეფექტური სწავლებისთვის და მოსწავლეთა სასწავლო პროცესში      აქტიურად   ჩართვისთვის საჭიროა პროექტის გონივრული  მონახაზის  შედგენა და გააზრებული დაგეგმვა.    აუცილებელია  საკითხების სიღრმისეული შესწავლა.   არსებულმა საკითხმა  მოსწავლეს უნდა განუვითაროს  სააზროვნო  უნარები. მაგრამ    ეს ყველაფერი რომ განხორციელდეს მოსწავლე   უნდა  იყოს  მოტივირებული,  ორიენტირებული , შეეძლოს ინფორმაციის მოძიება  ეფექტური  კომუნიკაციის  დამყარება  მოსწავლეებთან და   მასწავლებლებთან.   მთელი კლასი  ორიენტირებული უნდა იყოს  გადასაჭრელ პრობლემაზე.              ასევე    ქალბატონმა  ლილიმ  გაგვაცნო ბუკლეტის შექმნა, მისი  ატვირთვა ,,გუგლ დრაივზე" და გაზიარება ბლოგზე.   თუ ბუკლეტის გამოყენებით   რა  ხდება შესაძლებელი.
             პირველი  დღე სასიამოვნოდ  დაიწყო.    მიზანი   ჩვენი  შეხვედრის   იყო,    როგორ  შევქმნათ   კომპიუტერული  ტექნოლოგიებით გამდიდრებული  სასწავლო  პროექტები.    თუ   როგორ დაეხმარება        მოსწავლეებს    სხვადასხვა  უნარების განვითარებაში,  როგორიცაა წარმოსახვითი,  შემოქმედებითისა  და  სხვადასხვა სასწავლო  უნარების განვითარება.       ქალბატონმა ლილიმ  გაგვაცნო  ტრენინგის  შინაარსი-მოდულები. ძირითადი  საკითხები  ,  როგორ  დაეხმარება  აქტივობები ჩვენს  მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევასა და   21-ე  საუკუნის  უნარ-ჩვევების  განვითარებაში.   როგორ  გამოვიყენოთ  პროექტები?  როგორ  შევუწყოთ  ხელი  მოსწავლეებს  სააზროვნო  უნარების განვითარებაში?