პირველი დღე სასიამოვნოდ დაიწყო. მიზანი ჩვენი შეხვედრის იყო, როგორ შევქმნათ კომპიუტერული ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები. თუ როგორ დაეხმარება მოსწავლეებს სხვადასხვა უნარების განვითარებაში, როგორიცაა წარმოსახვითი, შემოქმედებითისა და სხვადასხვა სასწავლო უნარების განვითარება. ქალბატონმა ლილიმ გაგვაცნო ტრენინგის შინაარსი-მოდულები. ძირითადი საკითხები , როგორ დაეხმარება აქტივობები ჩვენს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევასა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში. როგორ გამოვიყენოთ პროექტები? როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეებს სააზროვნო უნარების განვითარებაში?
მერვე დღე
დღემ ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა. ქალბატონმა ლილიმ გაგვაცნო მოდული -7. მან ისაუბრა თემაზე ფასილიტაცია ტექნოლოგიებით. აღნიშნა, რომ ფასილიტაციის დროს დახმარებას ვუწევ არა მარტო ჩემს თავს, არამედ მოსწავლეებსაც. დღევანდელი დღის მთავარი კითხვაა, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად , სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით. იმისათვის რომ წარმატებული პროექტი გამოვიდეს გეგმის ჩეკლისტის მიხედვით შევამოწმოთ რამდენად სწორად არის შესრულებული ჩვენი პროექტი. კითხვების მეშვეობით მოსწავლეთა კომუნიკაციის წახალისება ეფექტური სწავლების მნიშვნელოვანი კომპონენტია.
Comments
Post a Comment