დღე მეექვსე
დღემ დატვირთული გრაფიკით გაიარა. ქალბატონმა ლილიმ, როგორც ყოველთვის , ხალისით და დიდი მონდომებით გაგვაცნო დღის განმავლობაში გასაცნობი მასალა. გვესაუბრა მეხუთე მოდულთან დაკავშირებით. ისაუბრა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების შეფასების ადაპტირებასა თუ განმავითარებელ თვითშეფასებაზე. გაგვაცნო შეფასების ცხრილი, რათა განვსაზღვროთ , შეფასების რომელ ტიპებს გამოიყენებს მოსწავლე მოდულის განმავლობაში. ვიმუშავეთ გამოყენებულ თვითშეფასების რეფლექსიაზე.
Comments
Post a Comment