პირველი დღე სასიამოვნოდ დაიწყო. მიზანი ჩვენი შეხვედრის იყო, როგორ შევქმნათ კომპიუტერული ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები. თუ როგორ დაეხმარება მოსწავლეებს სხვადასხვა უნარების განვითარებაში, როგორიცაა წარმოსახვითი, შემოქმედებითისა და სხვადასხვა სასწავლო უნარების განვითარება. ქალბატონმა ლილიმ გაგვაცნო ტრენინგის შინაარსი-მოდულები. ძირითადი საკითხები , როგორ დაეხმარება აქტივობები ჩვენს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევასა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში. როგორ გამოვიყენოთ პროექტები? როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეებს სააზროვნო უნარების განვითარებაში?
Comments
Post a Comment