Posts
მეცხრე დღე
- Get link
- X
- Other Apps
ჩვენი ტრენინგი დასასრულს მიუახლოდა. მთელი შემართებით, მონდომებით და პასუხისმგებლობით მივუდექი ტრენინგს. ვარ ძალიან კმაყოფილი, ბევრ ახალს და უცხოს გავეცანი, შევისწავლე და დავხვეწე. მინდა ავღნიშნო ქალბატონი ლილის აქტიური მუშაობა. მასთან არა ერთ ტრენინგზე მიმუშავია. მის ნასწავლს დღესდღეობით მაქსიმალურად ვიყენებ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში. ტრენინგის განმავლობაში ვისწავლე თუ როგორ უნდა გამოვიყენო ტექნოლოგიები ეფექტური სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად. გავეცანი და შევისწავლე 21- საუკუნის უნარ/ჩვევები. რათა დავნერგო მომავალში ჩემს პრაქტიკაში. ასევე შევისწავლეთ პროექტის შექმნა და მისი გამოყენება სასწავლო პროცესის დროს . ასევე დამეხმარება სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებაში: ვიკის ( მინიენციკლოპედია) , ბლოგი რეფლექსიისთვის, კოლაბორაციული
მერვე დღე
- Get link
- X
- Other Apps
დღემ ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა. ქალბატონმა ლილიმ გაგვაცნო მოდული -7. მან ისაუბრა თემაზე ფასილიტაცია ტექნოლოგიებით. აღნიშნა, რომ ფასილიტაციის დროს დახმარებას ვუწევ არა მარტო ჩემს თავს, არამედ მოსწავლეებსაც. დღევანდელი დღის მთავარი კითხვაა, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად , სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით. იმისათვის რომ წარმატებული პროექტი გამოვიდეს გეგმის ჩეკლისტის მიხედვით შევამოწმოთ რამდენად სწორად არის შესრულებული ჩვენი პროექტი. კითხვების მეშვეობით მოსწავლეთა კომუნიკაციის წახალისება ეფექტური სწავლების მნიშვნელოვანი კომპონენტია.
მეშვიდე დღე
- Get link
- X
- Other Apps
მე-7 დღემ მშვიდ გარემოში ჩაიარა. ვისაუბრეთ მე-6 მოდულზე ,,დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებებისთვის". მთავარი კითხვა, როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად. გადავხედე სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონს. კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ შეფასების რუბრიკაზე და მის გამოყენებაზე. თუ რამდენად ეფექტურია კითხვების დასმა მოსწავლეთა ჩართულობასა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების წახალისებისთვის. ასევე გაგვაცნო წარმატებული სასწავლო პროექტის განხორციელება.
დღე მეექვსე
- Get link
- X
- Other Apps
დღემ დატვირთული გრაფიკით გაიარა. ქალბატონმა ლილიმ, როგორც ყოველთვის , ხალისით და დიდი მონდომებით გაგვაცნო დღის განმავლობაში გასაცნობი მასალა. გვესაუბრა მეხუთე მოდულთან დაკავშირებით. ისაუბრა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების შეფასების ადაპტირებასა თუ განმავითარებელ თვითშეფასებაზე. გაგვაცნო შეფასების ცხრილი, რათა განვსაზღვროთ , შეფასების რომელ ტიპებს გამოიყენებს მოსწავლე მოდულის განმავლობაში. ვიმუშავეთ გამოყენებულ თვითშეფასების რეფლექსიაზე.
მეხუთე დღე.
- Get link
- X
- Other Apps
როგორც ყოველთვის, დღე სასიამოვნოდ წარიმართა. ქალბატონმა ლილიმ გაგვაცნო მესამე მოდული. ისაუბრა საავტორო უფლებებისა და მის ლეგიტიმური გამოყენების შსახებ. გაგვაცნო განმსაზღვრელი ოთხი ფაქტორი. ისაუბრა ავტორის დადგენა, აღიარებაზე, რადგანაც უნდა მოხდეს საავტორო უფლებით დაცული მასალის გამოყენება მომავალში. გვასწავლა საავტორო უფლებების გაკეთება მოსწავლის თვალთახედვით დავინახოთ პრობლემები, და, თუ , რა დახმარება დასჭირდებათ მოსწავლეებს ჩვენგან პროდუქტის შესაქმნელად და პრეზენტაციის წარსადგენად.